„ნანტიდან“ მთავარი მწვრთნელი დაითხოვეს

0
18

საფრანგეთის ლიგა 1-ში მოასპარეზე „ნანტი“ მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა. კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით პიერ არისტუიმ დაკავებული თანამდებობა დატოვა.
„საფეხბურთო კლუბი „ნანტი“ იუწყება, რომ პიერ არისტუის და მისი სამწვრთნელო შტაბის მუშაობა პროფესიონალურ გუნდში შეჩერებულია. „ნანტს“ სურს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადოს პიერ არისტუის და მის თანაშემწეებს, რომლებმაც მთელი თავისი ადამიანური თვისებები და ნიჭი კლუბში მუშაობას მოახმარეს. მათ კლუბს გასული სეზონის მიწურულს ლიგა 1-ში ადგილი შეუნარჩუნეს“ – იუწყება კლუბის პრესსამსახური.
43 წლის არისტუი „ნანტს“ 2023 წლის 9 მაისიდან ავარჯიშებდა. მანამდე, ის ჯერ „ნანტის“მეორე გუნდს წვრთნიდა, ხოლო შემდეგ 19-წლამდელებს.
ლიგა 1-ში ჩატარებული 12 ტურის შემდეგ, „ნანტი“ 15 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-11 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი