მადრიდის „რეალის“ ფორვარდი ვინისიუს ჟუნიორი ბრაზილიაში 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. მან პრიზი „ოქროს სამბა“ მიიღო.
გამოკითხვაში მეორე ადგილზეა საუდის არაბეთის „ალ ჰილალის“ თავდამსხმელი ნეიმარი გავიდა, ხოლო მესამეზე – პსჟ-ს მცველი მარკინიოსი.
2021 წლამდე „ოქროს სამბა“ მხოლოდ ევროპაში მოთამაშე საუკეთესო ბრაზილიელ ფეხბურთელს გადაეცემოდა, ხოლო შემდეგ ეს წესი შეიცვალა. ბოლო სამი სეზონის განმავლობაში ამ პრესტიჟულ ჯილდოს ნეიმარი იგებდა.
წელს ვინისიუსმა „ფრანს ფუტბოლის“ მიერ დაწესებული ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის სოკრატესის სახელობის პრიზიც მიიღო ქველმოქბედებისთვის და სოციალურ პროექტებში აქტიური მონაწილეობისთვის.
ლაშა თაბაგარი




