„გრანადას“ ახალი მწვრთნელი ჰყავს

0
20

ესპანეთის ლა ლიგის ერთ-ერთ აუტსაიდერ „გრანადას“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. გრანადელებს 45 წლის ურუგვაელი სპეციალისტი ალექსანდერ მედიან გაუძღვება, რომელმც 26 ნოემბერს დათხოვნილი პაკო ლოპესი შეცვალა.
მედინა ევროპაში პირველად იმუშავებს. მანამდე, ის ურუგვაის „ნასიონალს“ და „ტალერესს“, ბრაზილიის „ინტერნასიომა;ლს“ და არგენტინის „ველეს სარსფილდს“ წვრთნიდა.
მიმდინარე სეზონში „გრანადამ“ ესპანეთის ჩემპიონატში ერთი მატჩი მოიგო და 4 ფრედ დაასრულა – 14 ტურის შემდეგ 7 ქულით მე-19 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი