ქარშის „ნასაფს“, რომლის შემადგენლობაში ჯაბა ჯიღაური გამოდის, აზიის ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალსი გასასვლელად ერთი ნაბიჯი აკლია. ჯგუფური ეტაპი მე-5 ტური უზბეკურმ გუნდმა იორდანიის „ალ ფაისალი“ უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. საქართველო ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 66-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მისი გუნდი 2:1 იგებდა. მან მიმდინარე გათამაშებაში მეხუთე მატჩი ჩაატარა, ხოლო უზბეკეთის ჩემპიონატში 11-ჯერ ითამაშა და 2 გოლი გაიტანა. ჯიღაურმა, რომელიც „ნასაფს“ ზაფხულში შეურთდა უზბეკეთის თასი მოიგო.
„ნასაფს“ 10 ქულა აქვს და B ჯგუფში პირველ ადგილზეა. მეორე ადგილზე 8 ქულით „შარჯაა“ ბოლო ტურში „ნასაფი“ სტუმრად „ალ სადს“ შეხვდება, რომელსაც 7 ქულა აქვს.
ლაშა თაბაგარი





