მიქაძეს ყოფილმა გუნდმა შანსი არ დაუტოვა

0
15

თბილისის „საბურთალომ“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მიმდინარე სეზონში ოთხეულში მოხვედრის შანსი დაკარგა. 35-ე ტურში გიორგი მიქაძის გაწვრთნილი თბილისელები „თელავს“ ესტუმრნენ, რომელსაც სამი ქულა ჰაერივით სჭირდებოდა და სამი უპასუხუ გოლი გაუშვეს. შეგახსენებთ, რომ მიქაძე „საბურთალოში“ დანიშვნამდე სწორედ „თელავს“ ავარჯიშებდა.
ბერძენის გიორგიოს კოსტისის გაწვრთნილებმა ანგარიში მე-10 წუთზე გახნეს, როდესაც კუთხურის ჩაწოდების მერე თბილისელთა საჯარიმოში საჰაერო ორთაბრძოლა ვაჟა ფაცაციამ მოიგო და ჯეფერსონ ჯერალდომ ახლო მანძილიდან ნახევრად „მაკრატელა“ გაიტანა 1:0.
34-ე წუთზე, გიორგი ქანთარია მოწინააღმდეგის საჯარიმოში მარცხნნიდან შევიდა და მისი პასის მერე „საბურთალოს“ მცველმა ბურთი ცუდად მოიგერია, ხოლო მიხეილ ბაშალეიშვილმა საჯარიმოს გარედან შეუჩერებელი დარტყმით ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდა – 2:0.
71-ე წუთზე იმედა აშორტიამ საჯარიმოს გარედან ძლიერად დაარტყა და ბურთი ჯერ გვერდით ძელს მოხვდა, ხოლო შემდეგ კარში აღმოჩნდა – 3:0. დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და „საბურთალო“ 51 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა.
თელავი 3:0 საბურთალო 

ლაშა თაბაგარი