ჩემპიონი თბილისში განადგურდა, „ტორპედომ“ „შუქურას“ 9-ჯერ გაუტანა

0
53

ბათუმის „დინამომ“ ჩემპიონის რანგში პირველი თამაში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 35-ე ტურში თბილისის „დინამოსთან“ სტუმრად ჩაატარა და დიდი ანგარიშით დამარცხდა.
ბათუმელთა უკრაინელმა მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი დემჩენკომ სასტარტო შემადგენლობაში მეკარე როინ კვასხვაძემ მამუკა კობახიძე, საშა ბალიჩი, ლევან ხარაბაძე, პაატა ღუდუშაური და გიორგი წიტაიშვილი არ დააყენა, რაც გუნდის თამაშზე აშკარად აისახა, განსაკუთრებით უკანა ხაზში.
ბათუმელებმა შეხვედრა ისე დაიწყეს, რომ რთულად თუ ვინმე იფიქრებდა მათთვის ყოველივე ასე სავალალოდ თუ დასრულდებოდა. მე-3 წუთზე ირაკლი ბიძინაშვილის საუცხოო პასის მერე ჯოვინო ფლამარიონი პირისპირ დარჩა გიორგი ლორიასთან და ანგარიში გახსნა – 1:0.
„დინამოელებმა“ საპასუხო ბურთი მალე გაიტანეს. მე-7 წუთზე მეტოქის ნახევარზე მყოფმა გიორგი მაისურააძემ მეტოქის საჯარიმოში მყოფი გიორგი ხარაიშვილი მოძებნა, რომლის თავურის მერე გიორგი ბეგაშვილმა ბათუმელები გოლის გაშვებას გადაარჩინა – ბურთი კუთხურზე მოიგერია. სტანდარტული ლაშა ოდიშარიამ შეასრულა და საბა ხვადაგიანმა მას მერე რაც მუხრან ბაგრატიონს დაასწრო თავით გაიტანა. ამის შემდეგ „დინამომ“ ორი რეალური შანსი ვერ გამოიყენა – დავით სხირტლაძის გადაცემით სერბმა ზორან მარუშიჩმა ვერ ისარგებლა. ხოლო შემდეგ სხირტლაძე ბათუმელთ საჯარიმოში სამ მცველს გაექცა და მისი დარტყმული ბურთი გვერდით ძელს მოხვდა.
მე-16 წუთზე ირაკლი ბიძინაშვილმა ბეგაშვილს დაუბრუნა ბურთი, რომელიც სტუმართა მეკრეს ფეხქვეშ გაუძვრა და კარში აღმოჩნდა – 2:1. მე-18 წუთზე ლაშა ოდიშარია, „დინამოს“ სააჯარიმოში მარჯვნიდან შევიდა და ბაგრატიონს გაცდა, რის შემდეგ მარუშიჩს ბურთი თავზე „დაასვა“, რითაც სერბმა ისარგებლა – 3:1. 22-ე წუთზე ესპანელი ანდრეს კარასკოს შეგირდები კონტრშეტევის დროს ოდიშარია დარტყმა თავად შეეძლო, მაგრამ ბურთი ხარაიშვილს დაუგორა, რომელმაც საჯარიმოს გარედან ზუსტად დაარტყა – 4:1.
34-ე წუთზე მოწინააღმდეგის საჯარიმოში მარჯვნიდან შესულმა სხირტლაძემ ცრუ მოძრაობით ლუკა ქაფიანიძე ადვილად ჩამოიცილა და ბურთს ადგილი კარის შორეულ კუთხეში მიუჩინა – 5:1. 36-ე წუთზე იაკობსენმა დაახლოებით 25 მეტრიდან ძლიერად დაარტყა და ლორიამ უხეში შეცდომა დაუშვა – ხელებში ვერ შეიმაგრა ბურთი, რომელიც ფეხებს შორის გაუძვრა და კარშო აღმოჩნდა.
შესვენების შემდეგ, დე,ჩენკო თამაშში  კობახიძე, გრიგოლ ჩაბრაძე და წიტაიშვილი ჩართო, მაგრამ ეს შავიზღვისპირელთა თამაშზე ვერ აისახა. 67-ე წუთზე სხირტლაძე საჯარიმოში მარჯვნიდან შევიდა და პასი გააკეთა – კობახიძემ ბურთი ცუდად მოიგერია და გვინეელმა უსმანე კამარამ ანგარიში კიდევ უფრო გაზარდა. ამის შემდეგ ბათუმელთა კარი შორი მანძილიდან ხორვატმა ბუშნიამ აიღო, მაგრამ მთავარმა მსაჯმა არსენ ნონიკაშვილმა ეპიზოდი რეფერის ვიდეოასისტენთან გადაამოწმა და გოლი არ ჩათვალა, რადგან მანამდე თამაშში წესი დაირღვა, აღსნიშნავია, რომ ნონიკაშვილმა კარიერაში ბოლო შეხვედრა განსაჯა. 72-ე წუთზე დემჩენკომ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ნონიკაშვილს, რომელმაც წითელი ბარათი აჩვენა.
დარჩენილ დროში სხირტლაძეს შეეძლო გატანა, თუმცა რეალური შესაძლებლობა ვერ გამოიყენა. მეორე ტაიმში თბილისელთა შემადგენლობაში ორი დებიუტი შედგა – ვახტანგ სალიამ და ლუკა ბუბუტეიშვილმა საქართველოს ყველაზე ტიტულიან გუნდში პირველად ითამაშეს.
ბათუმელები პირველ ადგილზე 73 ქულით არიან, ხოლო თბილისელები 68 ქულით მეორე პოზიციაზე იმყოფებიან.
დინამო თბ 6:2 დინამო ბთ
ქობულეთის „შუქურამ“ ზედიზედ მეორედ შეხვედრაში 0:9 წააგო. ამჯერად, შავიზღვისპირელები ქუთაისში ადგილობრივ „ტორპედოსთან“ განადგურდნენ. რევაზ ძოძუაშვილმა მშობლიურ ქალაქში ასეთი ანგარიშით წაგება სამწვრთნელო კარიერაში პირველად იწვნია, ხოლო „შუქურა“ საქართველოს ელიტარული დივიზიონის არსებობის ისტორიაში პირველი გუნდია, რომელმაც ზედიზედ ორ თამაშში 9 უპასუხო ბურთი გაუშვა.
მატჩის მე-13 წუთზე „შუქურას“ ესპანელმა ლეგიონერმა მიკელ აბანდომ პენალტი ვერ გაიტანა. 28-ე წუთზე ქუთაისელებიდან ანგარიში ირაკლი ბუღრიძემ გახსნა, ხოლო ხუთ წუთში სერბმა ნიკოლა ნინკოვიჩმა მეტოქის კარი მეორედ აიღო. 57-ე წუთზე თავი გიორგი არაბიძემ გამოიჩინა, 63-ე დ 67-ე წუთზე ნინკოვიჩმა გაიტანა, რის წყალობით თავის ქართულ კარიერაში პირველი ჰეთ-თრიქი შეასრულა. 71-ე და 77-ე წუთზე უკვე გიორგი ფანცულაიას დროს დადგა, ხოლო 84-ეზე წერტილი დავით იმედაძემ დასვა;
შოტლანდიელი სტივ კინის გაწვრთნილი „ტორპედო“ 59 ქულით მესამეა, ლიგიდან კარგა ხნის გავარდნილ „შუქურას“ კი 11 ქულა აქვს.
ტორპედო 9:0 შუქურა
ლაშა თაბაგარი