ირანის “პერსეპოლისმა”, რომელშიც გიორგი გველესიანი გამოდის აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში სტუმრად ქულა საუდოს არაბეთის “ალ ნასრთან აიღო, სადაც კრიშტიანუ რონალდუ, სადიო მანე, ემერიკ ლაპორტი და მარსელო ბროზოვიჩი გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ ნახსენებმა ოთხივე ფეხბურთელმა შეუცვლელად ითამაშა, მასპინძლებმა სტუმრებს გოლი ვერ გაუტანეს. აქვე ისიც სათქმელია, რომ “ალ ნასრს” მე-17 ფეხბურთელი გაუძევეს. გველესიანი “პერსეპოლისის” სასტარტოში იყო და მოედანზე ორი ტაიმი დაჰყო.
აღსანიშნავია, რომ მატჩის მეორე წუთზე თავის საჯარიმოში ირანელი ფეხბურთელის ფეხებში ვარდნის შემდეგ რონალდუ წაიქცა და მსაჯმა პენალტი დანიშნა, მაგრამ პორტუგალიელმა მას უთხრა, რომ თერთმეტმეტრიანი არ იყო. ეპიზოდი რეფერის ვიდეოასისტენტთან გადამოწმდა და პენალტი გაუქმდა.
“ალ ნასრი” 13 ქულით ჯგუფში პირველ ადგილზეა და 1/8-ფინალში ითამაშებს. “პერსეპოლისს” 8 ქულა აქვს და საუკეთესო მეორეადგილოსანი გუნდის სტატუსისთვის იბრძვის, რაც ჯგუფური ეტაპის დაძლევის სასუალებას მისცემს. ბოლო ტურში კატარის “ალ დუჰაილს” მიიღებენ.
ლაშა თაბაგარი





