თომა ტაბატაძემ მიმდინარე სეზონში უზბეკეთის ჩემპიონატში თავის ანგარიშზე მეცხრე გოლი ჩაიწერა.
25-ე ტურში ნამანგანის „ნავბახორი“, რომელშიც ქართველი ფორვარდი გამოდის სტუმრად „ოლიმპიკთან“ 1:2 დამარცხდა. ტაბატაძემ შეუცვლელად ითამაშა და 89-ე წუთზე, როდესაც მისი გუნდი 0:2 აგებდა, მეტოქის კარი აიღო – მარჯვენა ფლანგიდან თანაგუნდელის ჩაწოდების შემდეგ საჯარიმოში მდომმა თავით გაიტანა. მან „ნავბახორში“ გადასვლის შემდეგ თავი მესამედ გამოიჩინა. ტაბატაძემ სეზონი სეზონში ფერგანის “ნეფთჩიში” დაიწყო, სადაც 13 შეხვედრაში თავი 6-ჯერ გამოიჩინა. „ნავბახორი“ 46 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი




