ნიქაბაძის გამარჯვების გოლი უზბეკეთში

0
21

გიორგი ნიქაბაძემ უზბეკეთის სუპერლიგის 25-ე ტურში თავის გუნდს მოაგებინა. ფერგანას „ნეფთჩიმ“, სადაც ნიქაბაძე თანამემამულე ბაჩანა არაბულთან ერთად გმოდის შინ აკაკი შულაიას და გიორგი კუხიანიძის „ყიზილზუმს“ 1:0 აჯობა.
ნიქაბაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-16 წუთზე მარცხენა ფლანგზე ორ მეტოქეს გაექცა, ხოლო საჯარიმოში შესული კიდევ ორ მცველს გაცდა, რასაც შოირეულ კუთხეში ზუსტი დარტყმა მიაყოლა. მან 11 შეხვედრაში თავი მესამედ გამოიჩინა. ის 89-ე წუთზე არაბულმა შეცვალა. სტუმართა რიგებში შულაიამ მოედნაზე ორი ტაიმი გაატარა, კუხიანიძე კი თამაშში 70-ე წუთზე ჩაერთო.
„ნეფთჩი“ 42 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა, ხოლო „ყიზილყუმი“ 22 ქულით მეთორმეტეა.
ლაშა თაბაგარი