კვერკველიამ რონალდუსთან ვერაფერი გააწყო

0
24

„ალ ახდუდმა“, რომელშიც სოლომონე კვერკველია გამოდის, საუდის არაბეთის მე-14 ტურში სტუმრად კრიშტიანუ რონალდუს „ალ ნასრთან“ 0:3 დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული გუნდის მცველმა შეუცვლელად მორიგი შეხვედრა ჩაატარა.
მასპინძლებიდაან ანგარიი მე-13 წუთზე სამი ალ ნაჯიმ გახსნა. 77-ე წუთზე თავი კრიშტიანუ რონალდუმ გამოიჩინა, რომელმაც სამ წუთში დუბლი მიითვალა. მის ანგარიშზე საუდის არაბეთის ჩემპიონატში უკვე 15 გოლია. „ალ ნასრი“ 34 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მეორე ადგილზეა, ხოლო „ალ ახდუდი“ 10 ქულით მეთექვმეტეა.
ლაშა თაბაგარი