უკრაინის პრემიერლიგის მე-15 ტურში დონეცკის „შახტარმა“ „პოლესიე“ მიიღო და გუნდები გატანილი გოლების გარეშე დაშორდნენ. მასპინძლებში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებიდან შეუცვლელად ირაკლი აზაროვმა ითამაშა, ხოლო გოჩოლეიშვილი შეცვლაზე მე-11 წუთზე ტრავმირებული კონოპლიას ნაცცლად შევიდა, „შახტარს“ 25 ქულა აქვს და 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა.
იტალიის სერია B-ს მე-14 ტურში „სპეციამ“ გასვლაზე „სამპდორიასთან“ 1:2 წააგო. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი ივა გელაშვილი სტუმართა განაცხადში იყო და არ უთამაშია. „სპეცია“ 10 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-16 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





