სამხრეთ ამერიკული „კლასიკა“ არგენტინის გამარჯვებით დასრულდა

0
38

ბრაზილიის ფეხბურთელთა ეროვნულმა გუნდმა მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ზედიზედ მესამე მატჩი წააგო. ფერნანდო დინიზის გაწვრთნილმა გუნდმა რიო დე ჟანეიროში „მარაკანაზე“ არგენტინას უმასპინძლა და არსებობის ისტორიაში პირველად შესარჩევში შინ დამარცხდა. ბრაზილია ერთადერთი სამხრეთ ამერიკული გუნდი იყო, რომელსაც თავის მოედანზე საკვალიფიკაციო ეტაპზე არასოდეს წაეგო.
შეხვედრა 27 წუთის დაგვიანებით დაიწყო, რადგან არგენტინელმა ფანებსა და ბრაზილიელ პოლიციელებ შორის კონფლიქტი მოხდა. ჩხუბი იმ სექტორში ატყდა, სადაც მასპინძელი და სტუმარი ფანები ერთად ისხდნენ. პოლიციამ არგენტინელი ქომაგები, რომლებიც სხვადასხვა საგნებს ისროდნენ ხელკეტებით ცემა. ბრაზილიელთა კაპიტანი მარკინიოსი ტრიბუნებთან მივიდა და მხარეებს ვითარების განმუხტვისკენ მოუწოდა. არგენტინის კაპიტანმა ლიონელ მესიმ კი თავისი თანამემამულეებისადმი სოლიდარობის ნიშნით გუნდი მოედნიდან გაიყვანა.
დაგვიანებით დაწყებული შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.
52-ე წუთზე ლო სელსომ კუთხური ჩააწოდა და ოტამენდიმ თავით ბრაზილიელთა კარი აიღო. დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და არგენტინამ სტუმრად ბრაზილიას ზედიზედ მეორე თამაში მოუგო. 2019 წელს მესიმ და კომპანიამ მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი კოპა ამერიკის ფინალში ასევე მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს. მასპინძლებმა განვლილი შეხვედრა 10 კაცით დაასრულეს, რადგან 81-ე წუტზე ნახევარმცველმა ჟოეალინტონმა წითელი ბარათი მიიღო. ცნობისთვის, ბრაზილიას არგენტინისთვის ზედიზედ 4 თამაშია არ მოუგია – 3 მარცხი და 1 ფრე.
არგენტინა 15 ქულით სამხრეთ ამერიკის 10-გუნდიან შესარჩევში ლიდერია, ხოლო ბრაზილია 7 ქულით მე-6 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი