საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტნის გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ ჩემპიონთა ლიგის პირველი ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში სტამბოლის „დარუშაფაქას“ უმასპინძლა და დაძაბულ პაექრობაში 72:63 დაამარცხა. კუნძულელებმა გადამწყვეტი უპირატესობა მეოთხე პერიოდში მოიპოვეს (22:12).
გიორგი შერმადინმა 16 წუთში კუნძულელებს 9 ქულა, თითო მოხსნა-დაფარება და ორი შედეგიანი გადაცემა შესძინა. ქართველმა ცენტრმა 5-დან 4 ორქულიანი და ორიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო, მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 7 აქვს.
„ტენერიფე“ 3 გამარჯვებით და ერთი მარცხით ჯგუფს ლიდერობს, მომდევნო ტურში კი 5 დეკემბერს, რიგის ვეფ-ს სტუმრად დაუპირისპირდება.




