საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე მოსახვედრი პლეი-ოფის ნახევარფინალში ლუქსემბურგს შეხვდება. მომავალი მატჩი თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ გაიმართება. იმავე დღეს მეორე ნახევარფინალში საბერძნეთი ყახაზეთს უმასპინძლებს. წყვილებში გამარჯვებულები ერთმანეთს 26 მარტს პლეი-ოფის ფინალში დაუპირისპირდებიან, რომელიც ასევე ერთა ლიგის C ლიგის ფინალიცაა.
ფინალის მასპინძელი 23 ნოემბერს გასამართი კენჭისყრის შემდეგ გაირკვევა. შეგახსენებთ, რომ ლუქსემბურგთან დაპირისპირებას ხვიჩა კვარაცხელია გამოტოვებს, რომელმაც ევრო 2024-ის შესარჩევში სამი ყვითელი ბარათი მიიღო და დისკვალიფიცირებულია.
ლაშა თაბაგარი





