კვარაცხელია „ნაპოლისთან“ კონტრაქტს გაახანგრძლივებს და 4 მილიონს მიიღებს

0
29

ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლისთან“ კონტრაქტის 2028 წლამდე გახანგრძლივებასთან ახლოსაა. იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლა სკირას ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი ახალი ხელშეკრულების დადების შემდეგ წელიწადში 4 მილიონ ევროს მიიღებს. ამჟამად, მისი ხელფასი წელიწადში 1,2 მილიონი ევროა.
მომავალ კონტრაქტში შესაძლოა ჩაიდოს პუნქტი, რომლის თანახმად ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, მხარეების სურვილის შემთხვევაში თანამშრომლობა ავტომატურად 2029 წლამდე გაგრძელდება. ამჟამად, კვარაცხელიას კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.
ლაშა თაბაგარი