საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველ გიორგი ქოჩორაშვილის თქმით, ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში თბილისში შოტლანდიასთან ფრედ (2:2) დამთავრებულ შეხვედრაში, ჩვენი გუნდის თითოეულმა ფეხბურთელმა მაქსიმალურად მოინდომა.
გიოგი ქოჩორაშვილი: “თითოეული ჩვენგანი ცდილობდა, რომ მაქსიმუმი ჩაედო ამ თამაშში, რაც გამოგვივიდა. მატჩი 2:2 დასრულდა, მაგრამ შეგვეძლო მოგება და გულშემატკივრის გახარება. ვერ მოვახერხეთ, თუმცა ვეცდებით, რომ მომდევნო მატჩებში კიდევ უფრო მოვუმატო, როგორც მე, ისე მთლიანად ნაკრებმა”.
ლაშა თაბაგარი





