ლობჟანიძისთვის MLS-ში სეზონი დასრულდა

0
53

საბა ლობჟანიძისთვის MLS-ში სეზონი დამთავრდა. „ატლანტა იუნაიტედმა“, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი გამოდის, პლე-ოფის მესამე გადამწყვეტი მატჩი სტუმრად „ქალამბუს ქრიუსთან“ 2:4 წააგო და გათამაშებას გამოეთიშა. ლობჟანიძე, რომელიც ვილი სანიოლმა ამჯერად ნოემბრის სანაკრებო მატჩებისთვის შეკრებაზე არ გამოიძახა, სასტარტოში იყო და 57-ე წუთზე შეცვალეს. ლობჟანიძე თავის სადებიუტო სეზონში “ატლანტაში” “ატლანტას” 12 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი პასი შეასრულა.
საბერძნეთის სუპერლიგის მე-11 ტურში „პანაიტოლიკოსი“ პაოკ-ს ესტუმრა და 1:2 წააგო. საქართველოს ნაკრების გარემარბმა ლევან შენგელიამ დამარცხებულთა შორის შეუცვლელად ითამაშა. „პანაიტოლიკოსი“ 6 ქულით 14 გუნდიან სატურნირო ცხრილში ბოლოსწინაა.
იტალიის სერია Aს- მე-12 ტურში „ფროზინონემ“ მილანში ადგილობროვ „ინტერთან“ 0:2 წააგო. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების გარემარბი გიორგი კვერნაძე „ფროზინონეს“ თადარიგში იყო, მაგრამ არ უთამაშია.
სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-14 ტურში ბრატისლავას „სლოვანმა“ შინ „სკალიცა“ 1:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია მასპინძლების განაცხადში არ იყო, ხოლო ექსკაპიტანმა ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშა. „სლოვანი““ 35 ქულით 12-გუნდიან სატურნირო ცხრილში ლიდერია.
ლაშა თაბაგარი