გაბრიელ სიგუა შვეიცარიის სუპერლიგაში პირველად გააძევეს. მე-14 ტურის მატჩში „ბაზელი“ გასვლაზე „სერვეტთან“ 1:4 დამარცხდა და საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველს უხეშობისთვის მსაჯმა წითელი ბარათი მე-18 წუთზე აჩვენა. მოედანზე 10 კაცით დარჩენილმა ბაზელელებმა ანგარიში კი გახსნეს, მაგრამ შემდეგ საკუთარ კარში 4 ბურთი მიიღეს. „ბაზელი“ 8 ქულით 12-გუნდიან სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა.
იტალიის სერია B-ს მე-13 ტურში „კრემონეზე“, რომელშიც ლუკა ლოჩოშვილი გამოდი „ბრეშას“ ეწვია და სამი უპასუხო ბურთი გაუტანა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი თადარიგში იყო და არ უთამაშია. „კრემონეზე“ 22 ქულით 20-გუნდიან გათამაშებაში მე-4 ადგილზეა.
„სპეციამ“ თავის მოედანზე ქულები „ტერნანასთან“ გაიყო – 2:2. ჩვენი ეროვნული გუნდის მცველი ივა გელაშვილი მასპინძლების განაცხადში მოხვდა, მაგრამ თავის გამოჩენის საშუალება არ მისცეს. „სპეცია“ 10 ქულით მე-18 პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი




