დავით ვოლკოვმა თავის აზერბაიჯანულ კარეირაში მეორე ჰეთ-თრიქი შეასრულა. პრემიერლიგის მე-13 ტურში „საბაჰმა“ სტუმრად „თურანი“ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდის საუცხოო თამაშის წყალობით დაამარცხა.
ვოლკოვმა ანგარიში მე-9 წუთზე გახსნა, როდესაც „საბაჰის“ მეკარის გრძელი გადაცემის შემდეგ მასპინძლების მცველებსა და გოლკიპერს დაასწრო, რის შემდეგ თავით ზუსტად დაარტყა. 25-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან თანაგუნდელის პასის მერე „თურანის“ კართან მარტო დარჩენილმა ქართველმა ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა.
ამის შემდეგ მასპინძლებიც გააქტიურდნენ და ჯერ 35-ე წუთზე შეამცირეს ანგარიშში სხვაობა, ხოლო სამ წუთში თანაფარდობა აღადგინეს. 42-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან „საბაჰის“ ფეხბურთელის ჩაწოდების მერე, ვოლკოვი ისევ მცველმა მაღლა ახტა და მესამე გოლი მიითვალა. ცნობისთვის, მან აზერბაიჯანში პირველი ჰეთ-თრიქი 2021 წლის 6 ნოემბერს „ზირეს“ მაისურით შეასრულა. ვოლკოვის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 13 შეხვედრაში 4 გოლია.
ლაშა თაბაგარი





