
გიორგი მიქაუტაძემ ამსტერდამის „აიაქსის“ სასტარტო შემადგენლობაში მეორედ მოხვდა. ნიდერლანდების ერედივიზიონის მე-12 ტურში ამსტერდამელები სტუმრადა „ალმერეს“ დაუპირისპირდნენ და საქართველოს ეროვნული ნაკრებისს ფორვარდმა მოედანზე პირველი ტაიმი გაატარა. შესვენების მერე მის ნაცვლად თამაშში ტაჰიროვიჩი ჩაერთო.
შეხვედრის პირველ ნახევარში გოლი არ გასულა, ხოლო 67-ე წუთზე მასპინძლებიდან ანგარიში რიტმესტერ ვან დერ კამპმა გახსნა. ერთ წუთში „აიაქსიდან“ საპასუხო ბურთი აკპომმა გაიტანა, რომელმაც ბრობის პასი გამოიყენა. 82-ე წუთზე ამსტერდამელები ტაჰიროვიჩმა დააწინაურა. თუმცა, ჯონ ვან სხიპის გაწვრთნილმა გუნდმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა, რადგან მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე გოლი რობინეტისგან გაუშვა.
ლაშა თაბაგარი



