„ნაპოლი“ იტალიის სერია A-ს მე-12 ტურში შინ ერთ-ერთ აუტსაიდერ „ემპოლისთან“ მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია მასპინძლების განაცხადში არ იყო და მარცხენა ხელის თითშეხვეული თამაშში 54-ე წუთზე ჩაერთო. სწორედ მისი შესვლის შემდეგ მოუმატა შეტევაში „ნაპოლიმ“ და რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა. ჯერ ხვიჩას გადაცემის მერე ლინდსტრიომმა დაარტყა შორი მანძილიდან და ბერიშამ ბურთი ნახტომში მოიგერია. ამის შემდეგ კვარაცხელიამ მეტოქის კარის შორეული ძელიკენ მოჭრა ბურთი, რომელსაც დი ლორენცო ვერ მიწვდა. ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში ქართველი ლეგიონერი მეტოქის საჯარიმოში ერთ მცველს გაექცა და მარცხენა მახვილი კუტხიდან მისი დარტყმული ბურთი ბერიშამ უკუაგდო.
კვარაცხელიას მატჩის ბედის გადაწყვეტაც შეეძლო, როდესაც მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ წუთებში დი ლორენცოს ცუდი დარტყმის მერე ბურთი საჯარიმოში მიუვიდა და შორეულ კუთხეში გაგზავნა, მაგრამ ბერიშამ ფეხით საუცხოოდ ითამაშა,
„ემპოლიმ“ ერთადერთი გოლი შეხვედრის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე გაიტანა, როდესაც მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან გახნილ კოვალენკუს ებუეჰემ გადააწოდა ბურთი და უკრაინელმა შორეულ კუთხეში ეფექტური დარტყმით სტუმრებს სამი ქულა მოუტანა.
მოქმედმა ჩემპიონმა „ნაპოლიმ“ მიმდინარე სეზონში იტალიის ჩემპიონატში შინ ჩატარებული 6 თამაშიდან 3 წააგო და 21 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეოთხეა.
ლაშა თაბაგარი





