ზურიკო დავითაშვილის „ბორდოს“ 6-მატჩიანი წარუმატებელი სერია საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-14 ტურში შეწყდა. ჟირონდელები „ენესი“ მიიღეს და 3:1 დაამარცხეს. საქართველოს ეროვნული გუნდის ფორვარდი სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო საგოლე პასი ვიპოტნიკს გაუკეთა.
იმავე ვიპოტნიკმა 58-ე წუთზე დუბლი შეასრულა და საბოლოოდ, „ბორდომ“ სამი ქულა აიღო. დავითაშვილი 62-ე წუთზე შეცვალეს. „ბორდოს“ 15 ქულა აქვს და 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-15 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





