„გაგრამ“ შორეული დარტყმებით „საბურთალო“ დაამარცხა

0
64

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 33-ე ტური დიღომში დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე დასრულდა, სადაც „გაგრამ“ თბილისოს „საბურთალო“ მიიღო და მინიმალური სხვაობით დაამარცხა.
მატჩის მე-10 წუთზე გიორგი კოხრეიძის გადაცემის შემდეგ შეიკნე სილა წინ გამოსულ გაგრელთა მეკარეს გაცდა და ანგარიში გახსნა. 39-ე წუთზე ოლექსეი ვორობეისთან პირისპირ გასული შეიკნე სილა მასპინძლების მეკარემ წააქცია და მთავარმა მსაჯმა გიორგი კიკჩეიშვილმა პენალტი დანიშნა. მალელმა ლეგიონერმა თერთმეტმეტრიანის გატანა „პანენკათი“ მოინდომა, მაგრამ ძალიან ცუდად დაარტყა და ვორობეი ბურთს უპრობლემოდ დაეუფლა.
88-ე წუთზე საბა ზოიძემ ბურთი მეტოქის ნახევარზე ჩაჭრა და დაახლოებით 22 მეტრიდან შორეულ კუთხეში ძალიან ეფექტური გოლი გაიტანა. მან კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში თავი პირველად გამოიჩინა. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე ბრაზილიელმა კლაუდინეიმ საჯარიმოს მისადგომებიდან „გაისროლა“ და „გაგრას“ სამი ქულა მოაპოვებინა.
გიორგი მიქაძის გაწვრთნილ „საბურთალოს“ 50 ქულა აქვს და 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა, ხოლო „გაგრა“ 32 ქულით მერვეა.
გაგრა 2:1 საბურთალო 
ლაშა თაბაგარი