დონეცკის “შახტარმა” სენსაცია გამოაცხო და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში “ბარსელონა” დაამარცხა, რომელსაც მიმდინარე სეზონში ნახსენებ ტურნირზე მანამდე არ წაეგო. რაც ქართველი გულშემატკივრებისთვის ყველაზე მთავარია უკრაინული გუნდის წარმატებაში დიდი ცვლილი გიორგი გოცოლეიშვილმა შეიტანა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა და საგოლე პასიც მიითვალა. მე-40 წუთზე გოჩოლეიშვილმა მარჯვენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში გახსნილი სიკანი მოძებნა, რომელმაც თავით შეხვედრაში ერთადერთი გოლი გაიტანა.
მეორე ტაიმის დასაწყისში გოჩოლეიშვილმა ბურთი “ბარსელონას” ნახევარზე მიიღო და საჯარიმოში შესული მარკოს ალონსოს გაექცა, რის შემდეგ მახვილი კუთხიდან ძლიერად დაარტყა – სტუმრები გოლის გაშვებას გერმანელმა მეკარე ტერ შტეგენმა გადაარჩინა.
“შახტარის” განაცხადში საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი ირაკლი აზაროვი იყო, რომელსაც არ უთამაშია.
“შახტარი” 6 ქულით H ჯგუფში მესამე ადგილზეა და მომდევნო თამაშს ისევ ჰამბურგში “ანტვერპენთან” ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი




