თასის მეორე ფინალისტიც გაირკვა

0
18

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მეორე ფინალისტი თბილისის „საბურთალო“ გახდა. გიორგი მიქაძის გაწვრთნილი გუნდი 1/2-ფინალში დავით პეტრიაშვილი სახელობის სტადიონზე წყალტუბოს „სამგურალი“ მინიმალური სხვაობით დაამარცხა.
ანგარიში მატჩის დებიუტში გაიხსნა, როდესაც მე-2 წუთზე მეტოქის საჯარიმოში შესულმა ცოტნე კაპანაძემ პასი შოთა ნონიკაშვილს მისცა, რომელმაც თავით ეფექტური გოლი გაიტანა – 1:0. მე-8 წუთზე იმავე ნონიკაშვილმა დაახლოებით 22 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა სახიფათოდ შეასრულა და ლევან შოვნაძემ ნახტომში ბურთი კუთხურზე მოიგერია.
26-ე წუთზე შეიკნე სილას კარგი პასის შემდეგ, იური ტაბატაძე სტუმართა საჯარიმოში ორ მცველს შორის გაძვრა და შორეულ კუთხეში დაბალი ტრაექტორიით დაარტყა – შოვნაძემ „სამგურალი“ გოლის გაშვებისგან კიდევ ერთხელ გადაარჩინა.
მეორე ტაიმის მეორე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან „საბურთალოს“ საჯარიმოში შეჭრილი წყალტუბოელი ფეხბურთელის პასის მერე, ჩადუნელმა ბურთი ცუდად მოიგერია და ლუკა ხორხელმა ანგარიში გაათანაბრა,
48-ე წუთზე მარჯვენა ფრთიდან ცოტნე კაპანაძემ „სამგურალის“ საჯარიმოში ჩააწოდა და შეიკნე სილამ დაასწრო შოვნაძეს, რომელიც გამოსვლაზე შეცდა, რის მერე მასპინძლები დააწინაურა. დარცენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და „საბურთალო“ მესამედ ითამაშებს თასის ფინალში, სადაც დეკემბერში თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ბათუმის “დინამოს” დაუპირისპირდება. თბილისელებმა მანამდე ჩატარებული ორი ფინალი მოიგეს, ხოლო მიქაძეს მწვრთნელის რანგში პირველი ტიტულის მოპოვების შანსი აქვს.
ლაშა თაბაგარი