„ვალენსიამ“, რომლის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს, ესპანეთის ლა ლიგაში წაუგებელი სერია გაზარდა. მე-12 ტურში რუბენ ბარახას გაწვრთნილმა გუნდმა ერთ-ერთ აუტსაიდერ „გრანადას“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ შეუცვლელად ითამაშა. „ვალენსიადან“ ერთადერთი გოლი პეპელუმ გამოიყენა, რომელმაც პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-7 წუთზე პენალტი გაიტანა.
„ვალენსიამ“ ჩემპიონატში ჩატარებული ბოლო 4 თამაშიდან 2 მოიგო და ამდენივე ფრედ დაასრულა. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ შუა კვირაში „ღამურებმა“ თასზეც გაიმარჯვეს, მაშინ წაუგებელი სერია 5 შეხვედრას შეადგენს.
„ვალენსია“ 18 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მერვეა.
ლაშა თაბაგარი





