ნეიმარის გამოჯანმრთელებას 10 თვე დასჭირდება

0
69

ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და „ალ ჰილალის“ თავდამსხმელის ნეიმარის გამოჯანმრთელებას 10  თვე დასჭირდება, იუწყება ავტორიტეტული ბრაზილიური გამოცემა Globo.
31 წლის ფეხბურთელი 2 ნოემბერს ბრაზილიაში ოპერაციას მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონის ექიმ როდრიგო ლისმართან გაიკეთებს. 18 ნოემბერს მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სტუმრად ურუგვაისთან 0:2 წაგებული მატჩის მსვლელობის დროს მეტოქის უხეშობის შემდეგ ნეიმარს მარცხენა მუხლის ჯვარედინი მყესები და მენისკი გაუწყდა.
მიმდინარე წლის ზაფხულში ნეიმარი პსჟ-დან საუდის არაბეთის „ალ ჰილალში“ გადავიდა, სადაც ჩატარებულ 5 მატჩში 1 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი