„ოქროს ბურთის“ მერვედ მომგებმა ლიონელმა მესიმ პარიზში კუთვნილი პრიზის მიღების შემდეგ განაცხადა, რომ ფეხბურთის თამაში კიდევ ძალიან დიდი ხანი სურს.
„ფეხბურთის თამაში კიდევ ძალიან დიდი ხანი მინდა. უნდა ვნახოთ თავს ფიზიკურად როგორ ვიგრძნობ. ამიტომ, თარიღს ვერ დავასახელებ. ყველაფერი უცბად იცვლება. თუმცა, იმედია, რომ ეს ხანგრძლივად გაგრძელდება, რადგან სწორედ ისაა, რის კეთებაც მიყვარს.
არ ვიცი ისტორიაში საუკეთესო ვარ თუ არა. ეს არ მაინტერესებს და ამის შესახებ არ ვფიქრობ. ჩემთვის უკვე საჩუქარია, როდესაც ხალხი ამბობს ან მიანიშნებს, რომ შემიძლია საუკეთესოთა რიგებში ვიყო. ეს რაღაც განსაკუთრებულია.
რა თქმა უნდა, როდესაც მსოფლიოს სააუკეთესო კლუბში თამაშობ როგორიც „ბარსელონაა“, გუნდური და ინდივიდუალური ტიტულების მოგების მეტი შანსი გაქვს. „ბარსელონა“ ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოა – განსაკუთრებული და სხვებისგან განსხვავებული.
სხვადახვა მიზეზების გამო, პსჟ-ში ჩემი კარიერა ისე არ წარიმართა როგორც მეიმედებოდა. პარიზში ორი წელიწადი ვიცხოვრე და იქ ძალიან კარგი მეგობრები დამრჩა. სპორტული თვალსაზრისით ყველაფერი ისე არ განვითარდა როგორც მსურდა. თუმცა, ყველაფერი კარგი მახსოვს რაც განვიცადე და პოზიტიური მომენტი ბევრი იყო“ – თქვა არგენტინის ეროვნული ნაკრების და „ინტერ მაიამის“ კაპიტანმა.
ლაშა თაბაგარი





