მესის მერვე “ოქროს ბურთი”

0
33

ლიონელ მესიმ კარიერაში „ოქროს ბურთი“ მერვედ მოიგო. „ფრანს ფუტბოლის“ მიერ დაწესებული ჯილდო არგენტინი ეროვნული ნაკრების კაპიტანს პარიზში გაამრთულ დაჯილდოვების ცერემონიალზე გადასცეს.
36 წლის მესიმ გასულ სეზონში არგენტინასთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, ხოლო პსჟ-ს შემადგენლობაში საფრანეთის ჩემპიონის ტიტულს და სუპერთასს დაეუფლა.
კატარში გამართულ მუნდიალზე მესიმ 7 გოლი გაიტანა. ის ტურნირის საუკეთესო მოთამაშე და ბომბარდირი გახდა.
მესიზე მეტჯერ „ოქროს ბურთი“ ისტორიაში არავის მოუგია, მეორე ადფილზე პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუა, რომელიც ამ პრესტიჟულ ჯილდოს 5-ჯერ დაუეფლა.
ლეო „ფრანს ფუტბოლის“ რჩეული 2009, 2010. 2011, 2012, 2015, 2018, 2021 და 2023 წელს გახდა.
წლევანდელს გამოკითხვაში მეორე ადგილი ნორვეგიის ეროვნული ნაკრების და „მანჩესტერ სიტის“ ფორვარდმა ერლინგ ჰოლანდმა დაიკავა, ხოლო მესამე საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და პსჟ-ს თავდამსხმელმა კილიან მბაპემ.
ლეგენდარული რუსი მეკარის ლევ იაშინის სახელობის ჯილდო, რომელიც წლის საუკეთესო გოლკიპერისთვისაა განკუთვნილი არგენტინის ნაკრების კარის დარაჯმა ემილიანო მარტინესმა მიიღო.
წლის საუკეთესო ბომბარდირი 36 გატანილი გოლით ერლინ ჰოლანდი გახდა, ხოლო საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშისთვის განკუთვნილი ჯილდო ინგლისის ნაკრების და “რეალის” შემტევმა ნახევარმცველმა ჯუდ ბელინგემმა მიიღო.
“სოკრატესის პრიზი”  შარშან დაწესდა და იმ ფეხბურთელს გადაეცემა, რომელიც საქველმოქმედო პროექტებში აქტიური მონაწილეობითა და სამოქალაქო აქტიურობით გამოირჩევა. მას ბრაზილიის ნაკრების და “რეალის” გარემარბი ვინისუს ჟუნიორი დაეუფლა.
წლის კლუბი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული “მანჩესტერ სიტი” გახდა. ქალთა გუნდებში პრიზი “ბარსელონას” ხვდა წილად.
საუკეთსო ქალ ფეხბურთელად “ბარსელონას” ესპანელი მოთამაშე აიტანა ბონმატი აღიარეს.
“ოქროს ბურთის” გამარჯვებულის გამოსავლენად ჩატარებულ გამოკითხვაში ჟურნალისტები, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელები და კაპიტნები მონაწილეობენ.
ლაშა თაბაგარი