“კოლხეთის” სენსაციური მოგება “ტორპედოსთან” – თასს ახალი მფლობელი ეყოლება

0
10

დავით ყიფიანის სახელობის თასის გასული სეზონის მფლობელი ქუთაისის “ტორპედო” მიმდინარე გათამაებას 1/4-ფინალში გამოეთიშა.
შოტლანდიელი სტივ კლარკის გაწვრთნილი გუნდი ფოთს ადგილობროვ “კოლხეთთან” შესახვედრად ფავორიტის რანგში ესტუმრა, მაგრამ დავით კირკველიას თავკაცობით მასპინძლებმა მოიგეს.
თამაშის 32-ე წუთზე ლაშა კოხრეიძემ საჯარიმოს გარედან დაარტყა და ოთო გოშაძემ ხელში ვერ შეიმაგრა ბურთი, რომელიც ფეხებს შორის გაუძვრა და ანგარიში გაიხნსა – 1:0.
51-ე წუთზე გიორგი არაბიძე მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შეიჭრა და პასი ნინკოვიჩს მისცა, რომელმაც ძალიან ორიგინალური მოძრაობოთ ქუსლით დაარტყა, ხოლო “კოლხეთის” ფეხბურთელ ბექა ხარშილაძის თავიდან ბურთი კარში აღმოჩნდა. 72-ე წუთზე ლაშა შერგელაშვილმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს.
ძირითადი დროსთვის მსაჯის მიერ დამატებულ მე-13 წუთზე ფოთე;მა მოთამასემ თავისი ნახევრიდან გრძელი პასი გაუკეთა ქუთაისელთა საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილ გიორგი ახალაძეს, რომელიც მახვილი კუთხიდან შორეულ კუთხეში ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა.
“კოლხეთი” 1/2-ფინალში 8 ნოემბერს ბათუმის “დინამოს” შეხვდება.
ლაშა თაბაგარი