კოსტისის წარმატებული დებიუტი „თელავში“

0
55

ბერძენი გეორგიოს კოსტისის დებიუტი „თელავის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე წარმატებული აღმოჩნდა. ცნობისთვის ის პირველი ბერძენი საფეხბურთო სპეციალისტია, რომელსაც საქართველოში უმუშავია.
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 30-ე ტურში თელაველებმა წყალტუბოს „სამგურალი“ მიიღეს და მინიმალური სხვაობით გაიმარჯვეს.
მასპინძლები 27-ე წუთზე დაწინაურდნენ, როდესაც თელაველთა შეტევის დროს სტუმართა მცველი თავის საჯარიმოსი შეცდა ბურთი მოგერიების დროს, რომელსაც ვერც კარიდან გამოსულმა კუტალაძემ მიასრო, ხოლო თორნიკე მორჩილაძის პასის მერე, ჰაიტელმა ჟონელ დეზირემ ცრუ მოძრაობით თედო კიკაბიძე ჩამოიცილა და ზუსტად დაარტყა – 1:0.
31-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან კუთხური იმედა აშორტიამ ჩააწოდა და ბრაზილიელმა ტომელინ გუტიერიმ თავური დარტყმით ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა – 2:0.
88-ე წუთზე ლუკა ხორხელს ორიგინალური პასით მასპინძლების მეკარესთან პირისპირ გნამია გაჰყავდა, რომელსაც მცველმა დაასწრო და ბურთი ცუდად მოიგერია, ხოლო იურჩენკომ გამოსვლაზე არადამაჯერებლად ითამაშა, რასაც იმავე ხორხელის ზუსტი დარტყმა მოჰყვა 2:1.
ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლმა „თელავმა“ 34 ქულა დააგროვა და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა. უკრაინელი ოლექსანდრ პოკლონსკის გაწვრთნილი „სამგურალი“ 46 ქულით მეოთხეა.
თელავი 2:1 სამგურალი
ლაშა თაბაგარი