როდრი: „დიდი გამარჯვება კარგ გუნდთან“

0
100

ესპანეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა როდრიმ ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში შინ შოტლანდიასთან გამარჯვება შეაფასა.
„დიდი გამარჯვება კარგ გუნდთან, რომელიც საუცხოოდ თამაშობდა. შოტლანდიელებს ბრძოლისუნარიანი კოლექტივი ჰყავთ. თავისუფალი ზონების მოძებნა რთული იყო. თუმცა, ბოლოს და ბოლოს ეს მოავხერხეთ“ – იუწყება როდრის ნათქვამს უეფას პრესსამსახური.
A ჯგუფში სადაც საქართველოს ნაკრებიც გამოდის, ესპანეთი 12 ქულით მეორე ადგილზეა და 3 ქულით ჩამორჩება ლიდერ შოტლანდიას. მე-3 ადგილზე 10 ქულით ნორვეგიაა.
ლაშა თაბაგარი