რამაზ სვანაძე: “მშრალი” ანგარიშით მარცხს არ ვიმსახურებდით”

0
47

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ რამაზ სცანაძეს მიაჩნია, რომ მისი შეგირდები ნიდერლანდებთან “მრალი” ანგარიშით წაგებას არ იმსახურებდნენ. მან ამის შესახებ ევრო 2025-ის შესარჩევ ციკლში ქუთაისში ნიდერლანდებთან 0:3 მარცხის მერე პრესკონფერენციაზე გაანცხადა.
რამაზ სვანაძე: „ნებისმიერი მარცხი, რა დონის მეტოქეც არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, მტკივნეული და მიუღებელია. თამაში რამდენიმე ფაზად იყო დაყოფილი, გვქონდა რამდენიმე შანსი ჯერ კიდევ 0:0-ზე, რომელსაც შეეძლო რაღაც დოზით თამაში შეეცვალა. მერე კი, ისეთი ორი გოლი გავუშვით, რომელიც არ უნდა მიგვეღო, რადგან სტანდარტულ სიტუაციებზე ვარჯიშებზე დიდი აქცენტი გაკეთებდა. ამ გოლებმა კი თამაშის სურათი მთლიანად შეცვალა.
თამაშიდან და მომენტებიდან გამომდინარე, მეტოქის სიძლიერის მიუხედავად, რომელიც ჩვენზე მაღალი დონისაა, მშრალი ანგარიშით მარცხს არ ვიმსახურებდით, მაგრამ ეს ფეხბურთია და ჩვენთვის გაკვეთილია.
გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ ჩვენი ფეხბურთელების 90%-ზე მეტმა პირველად ითამაშა ასეთი დონის გუნდის წინააღმდეგ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, დროის გასვლასთან ერთად მოვუმატებთ, რადგან ამის პოტენციალი გუნდში იგრძნობა“.