“მილანმა” თავის ვებგვერდზე თავდამსხმელი ოლივიე ჟირუ მეკარეების სიაში ოფიციალურად დაამატა იტალიის სერია A-ს მე-8 ტურში “ჯენოასთან” (1:0) გამარჯვების შემდეგ.
განვლილ შეხვედრაში საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა მილანელთა კარში ადგილი ძირითადი დროსთვის მე-9 წუთზე მას მერე დაიკავა, რაც მეკარე მაიკლ მენიანი საჯარიმოს გარეთ “ჯენოას” თავდამსხმელ კალება ეკუბანასთვის მუხლის კისერში ჩარტყმის შემდეგ გააძევა, იმ მომენტისთვის მილანელთა მთავარ მწვრთნელ სტეფანო პიოლი ყველა შეცვლა გაკეთებული ჰქონდა.
ლაშა თაბაგარი





