La Gazzetta dello Sport: „თავად კვარამაც გუნდს უფრო მეტი უნდა მისცეს“

0
71

იტალიის სერია A-ს მე-8 ტურში სახლში „ფიორენტინასთან“ 1:3 წაგების შემდეგ, ავტორიტეტულმა იტალიურმა გამოცემა La Gazzetta dello Sport-მა მთავარ მწვრთნელ რუდი გარსიათი დაწყებული ყველა ფეხბურთელს დაბალი შეფასება დაუწერა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ შეფასება 5,0 მიიღო.
„საბოლოოდ, გარსიამ კვარა მარჯვენა ნახევრადთავდამსხელად აქცია. ქართველი მოთამაშე თავის პარტიორებზე მეტად იტანჯებოდა განვლილ შეხვედრაში, რომელშიც „ნაპოლიმ“ მეტოქისთვის საკუთარი თამაშის თავს მოხვევა თითქმის ვერ მოახერხა. თუმცა, თავად კვარამაც გუნდს უფრო მეტი უნდა მისცეს“ – დაწერა La Gazzetta dello Sport-მა.

ლაშა თაბაგარი