გიორგი ქოჩორაშვილმა ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში კიდევ ერთი მატჩი ჩაატარა. მე-10 ტურში „ლევანტე“ სტუმრად „ალბასეტეს“ შეხვდა და თითო ტაიმში გატანილი გოლებით გაიმარჯვა.
საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 65-ე წუთზე ჩაერთო. „ლევანტემ“ ანგარიში მე-20 წუთზე გახსნა, როდესაც ფაბრიციომ მეურვეს სისწრაფეში აჯობა და საჯარიმოში შესულმა მეკარისგან მარჯვენა დაბალ კუთხეში დაარტყა. 56-ე წუთზე სტუმრების უპირატესობა ორამდე პაბლო მარტინესამ გაზარდა, რომელიც თამაშში შესვენების მერე ჩაერთო. „ლევანტეს“, რომელიც ლა ლიგაში დაბრუნებას გეგმავს, 19 ქულა აქვს და 22-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა.
შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრებში ქოჩორაშვილი ოქტომბერში გასამართი მატჩებისთვის გამოიძახა.
ნიდერლანდების რანგით მეორე დივიზიონის მე-9 ტურში „დენ ბოშმა“ შინ „ეინდჰოვენთან“ 0;1 წააგო. საქართველოს 21-წლამდელთა ნარების ფორვარდი შაკო ოგბაიძე მასპინძლების სასტარტოში არ იყო და მოედანზე 62-ე წუთზე შევიდა. ის ევრო 2025-ის შესარჩევში ოქტომებრში ჩასატარებელი თამაშებისთვის რამაზ სვანაძემ ახალგაზრდულ ნაკრებში მიიწვია. „დენ ბოში“ 9 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მეჩვიდმეტეა.
ლაშა თაბაგარი





