გრაცის „შტურმმა“, რომელშიც ოთარ კიტეიშვილი გამოდის, ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველი შეხვედრა მოიგო,
ავსტიელები პოლონეთში ადგილობროვ „რაკუვს“ დაუპირისპირდნენ და მინიმალური ანგარიშით აჯობეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 76-ე წუთზე შეცვალეს. სტუმრებიდან ერთადერთი გოლი 76-ე წუთზე ბოვინგმა გაიტანა.
D ჯგუფში „შტურმი“ 3 ქულით მეორე ადგილზეა. ლიდერი 6 ქულით ბერგამოს „ატალანტაა“, რომელმაც სტუმრად ლისაბონის „სპორტინგს“ 2:1 აჯობა.
აგდამის „ყარაბაღმა“ სტუმრად შვედეთის „ჰაკენს“ 1:0 აჯობა. აზერბაიჯანული გუნდის თადარიგში საქართველოს ეროვნული გუნდისს მეკარე ლუკა გუგეშაშვილი იყო.
ლაშა თაბაგარი





