კაშია და კანკავა კონფერენს ლიგის ჯგუფში გალიდერდნენ

0
55

ბრატისლავას „სლოვანმა“, რომელშიც საქართველოს ნაკრების კაპიტანი გურამ კაშშია და ექსკაპიტანი ჯაბა კანკავა გამოდიან, კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო.
ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი გუნდი სტუმრად ლუბლიანას „ოლიმპიას“ შეხვდა და 1:0 დაამარცხა. ორივე ქართველმა ლეგიონერმა შეუცვლელად ითამაშა – კანკავა მე-12 წუთზე გააფრთხილეს, ხოლო კაშია – 50-ეზე.
„სლოვანს“ ანგარიშიშ გახსნის შანსი 28-ე წუთზე ჰქონდაა, მაგრამ უმცროსმა ვლადიმირ ვაისმა პენალტი ვერ გამოიყენა. 55-ე წუთზე ჩავრიჩმა თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და საბოლოოდ თავის გუნდს 3 ქულა მოუტანა.
A ჯგუფში „სლოვანი“ 6 ქულით ლიდერობს. იმავე ჯგუფის მეორე შეხვედრაში ფრანგული „ლილი“ სტუმრად ფარერების „კლაკსვიკთან“ მხოლოდ ქულას დასჯერდა.
ლაშა თაბაგარი