ოთარ კიტეიშვილს მიაჩნია, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ბევრად უკეთესად თამაში შეუძლია, ვიდრე ეს ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლის ბოლო ორ მატჩში მოახერხა.
ოთარ კიტეიშვილი: “ძალიან რთულია ყველასთვის და ხალხის რეაქცია გვესმის, რადგან მოლოდინი არის სხვა და რეალობა, რაც დღეს მოხდა და ესპანეთთან მოხდა, სხვაა. რთულია საუბარია, თვითონაც ვცდილობთ, რომ პასუხები ვიპოვოთ. გუნდში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია და ალბათ ეს პროცესია, რომ დრო სჭირდება ამ ყველაფერს, რომ უფრო გუნდურად ჩამოვყალიბდეთ.
ესპანეთთან რომ შევადარო ეს თამაში, ალბათ თავს უკეთ, კომპაქტურად ვიცავდით, მაგრამ მხოლოდ თავს ვიცავდით და ძალიან პასიურები ვიყავით. მწვრთნელის დავალება იყო, რომ კომპაქტურად გვეთამაშა და კონტრშეტევებზე სახიფათოები ვყოფილიყავით. ვფიქრობ, რომ გარკვეულ მომენტებში თავს საკმაოდ კარგად ვიცავდით, მაგრამ მეტოქეს ძალიან დიდი ხნით ვაძლევთ ბურთის კონტროლის საშუალებას და ალბათ საჭიროა რაიმე ნიშნის პოვნა, როდის უნდა გადავიდეთ უფრო აქტიურ პრესინგზე, ბურთის მოპოვებაზე და ამაზე უნდა ვიმუშაოთ.
ყველა ამბიციურია, ქართველი ხალხიც, ჩვენც ფეხბურთელებიც. ვფიქრობ, ამ გუნდს შეუძლია ბევრად უკეთესი შედეგის ჩვენება. ალბათ, მოლოდინებიც შედეგიდან გამომდინარე მოდის, ამ შეკრებაზე თამაშის ხარისხი ძალიან ცუდი იყო და ბევრ რამეზე გვაქვს სამუშაო. ეს მოლოდინი შეიძლება მომდევნო შეკრებაზე განსხვავებული იყოს, მაგრამ ერთი ფაქტია, რომ ამ გუნდს ბევრად მეტი შეუძლია, ვიდრე ამ ორი თამაშის განმავლობაში ვნახეთ“
მთავარი ნიუსი კიტეიშვილი: “ამ გუნდს ბევრად უკეთესად თამაში შეუძლია”