მამარდაშვილის პირველი მარცხი სეზონში

0
50

“ვალენსია”, რომლის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს, მიმდინარე სეზონში პირველად დამარცხდა. ესპანეთის ლა ლიგის მესამე ტურში რუბენ ბარახას გაწვრთნილმა გუნდმა ძალიან სახეცლილი “ოსასუნა” მიიღო, რომელსაც მომავალ კვირაში კონფერენს ლიგაშში “ბრიუგესთან” საპასუხო მატჩი ელოდება და ქულები ბოლო წუთზე დაკარგა.
მატჩის 24-ე წუთზე მასპინძლების თურქი მცველი ოზკაჯარის შეცდომის მერე, პაბლო ობანიესი მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და ტიერი კორეასთან ორთაბრძოლის დროს წაიქცა. მსაჯმა რეფერის ვიდეოასისტენტთან გადამოწმების შემდეგ დაადგინა, რომე კორეამ ფეხებში ვარდნა წესის დარღვევით შეასულა და პენალტი დანიშნა, რომელიც აიმარ ოროსომ გამოიყენა – 0:1.
მე-80 წუთზე მარცხენა ფლანგიდან “ვალენსიას” ფეხბურთელმა მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც საჰაერო ორთაბრძლა უგო დურომ მოიგო და თავით ანგარიში გაათანაბრა – 1:1. მატჩის მიწურულს მასპინძლების დაწინაურება ხავი გერას შეძლო, რომელმაც კარის ახლოდან დაარტყა, მაგრამ სტუმართა კიპერმა ბუთი ფეხით მოიგერია. ძირითადი დროსთვის დამატებულ ბოლო მე-5 წუთზე “ოსასუნას” ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ, მეტოქის საჯარიმოში მეორე სართულზე ბუდუმირმა იმარჯვა, ხოლო კარისკენ ზურგით მდგარმა ნაჩო ვიდალმა “მაკრატელა” გაიტანა – 1:2.
“ვალენსია” 6 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი