კვარაცხელია საგოლე პასით დაბრუნდა

0
4

ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში “ნაპოლის” შემადგენლობაში პირველად ითამაშა. იტალიის სერია A-ს მე-2 ტურში “სასუოლოსთან” საშინაო მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი მასპინძლების სასტარტო შემადგენლობაში არ იყო.
კვარაცხელია მოედანზე 61-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც “ნაპოლი” ოსიმენის მიერ მე-16 წუთზე პენალტიდან გატანილი გოლით იგებდა. მე-60 წუთზე რასპადორიმ პენალტი ვერ გამოიყენა. კვარაცხელიამ 64-ე წუთზე ბურთი “სასუოლოს” საჯარიმოსთან ახლოს მიიღო, ორ მეტოქეს გაცდა დაა გამოზომილი პასი მეკარესთან პირისპირ დი ლორენცო გაიყვანა, რომელმაც ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. აქვე გეტყით, რომ “სასუოლო” ლოპესის გაძევების გამო 58-ე წუთიდან კაცნაკლული თამაშობდა.
დარჩენილ დროში მეტო გოლი არ გასულა და იტალიის მოქმედი ჩემპიონი ზედიზედ ორი გამარჯვებით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეორეა – გატანილ-გაშვებული გოლების უარესი სხვაობით “მილანს” ჩამორჩება.
ლაშა თაბაგარი