აზაროვმა „შახტარში“ გამარჯვებით დაიწყო, გოჩოლეიშვილი გააძევეს

0
5

ირაკლი აზაროვის დებიუტი დონეცკის „შახტარში“ წარმატებული აღმოჩნდა. უკრაინის ჩემპიონატის მე-5 ტურში დონეცკელები სტუმრად კოვალიევკას „კოლოსს“ დაუპირისპირდნენ და მათ სასტარტო შემადგენლობაში როგორც აზაროვი იყო, ასევე გიორგი გოჩოლეიშვილი.
პირველ მათგანმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო მეორემ 38-ე წუთზე უხეშობისთვის პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო. დონეცკელებიდან ანგარიში 25-ე წუთზე ნაზარინამ გახსნა, ხოლო პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-2 წუთზე თავი კაშჩუკმა გამოიჩინა.
მოქმედი ჩემპიონი „შახტარი“ 11 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერია.
ლაშა თაბაგარი