„სამგურალმა“ და „ტორპედომ“ ქულები გაიყვეს

0
7

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 23-ე ტურსი ცენტრალური შეხვედრა წყალტუბოში ჩატარდა, სადაც ადგილობრივი „სამგურალი“ ქუთაისის „ტორპედოს“ დაუპრისიპირდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 0:0.
ჩემპიონატის განახლების შემდეგ, ოთხ ტურში გიორგი ჭელიძის გაწვრთნილმა წყალტუბოელებმა ჯერ თამაში ვერ მოიგეს და ბუნებრივია, სამეულში ადგილიც დაკარგეს.
განვლილ შეხვედრაში „ტორპედო“ ქულის აღებას სერბ მეკრე კლიაიშც უნდა მოადლოდეს, რომელმაც მეორე ტაიმის მიწურულს სტუმრები რამდენიმეჯერ გადაარჩინა. მან ჯერ ნიკა ხორეხელის დარტყმული გაანეიტრალა, ხოლო შემდეგ გნამიას და ლადო ჩიხრაძის სახიფათოდ დარტყმული ბურთი მოიგერია. თავის მხრიც თამაშის მიწურულს გატანა „ტორპედოსაც“ შეეძლო, როდესაც მარჯვნიდან გიორგი მჭედლიშვილმა წყალტუბოელთა საჯარიმოში ჩააწოდა და პარაგვაელი მაურო კაბალიერო ხელსაყრელი პოზიციიდან ბურთს ვერ მიწვდა.
„სამგურალი“ 39 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა, ხოლო შოტლანდიელი სტივ კინის დამოძღვრილი „ტორპედოს“, რომელმაც წყალტუბოში ჩასვლამდე ზედიზედ სამჯერ მოიგო, 34 ქულით მეექვსეა.
ცალკე სასაუბროა 26 მაისის სახელობის სტადიონის მოედნის საფარი, რომელიც საშინელ მდგომარეობაშია. არადა, გაზაფხლზე ბალახის გაზონი გამოიცვალა, მაგრამ მავანთა არაპროფესიონალიზმის გამო, რომელთაც სასუქი შეიტანეს და მორწყვა დაავიწყდათ, მოედანი გაფუჭდა.
ლაშა თაბაგარი