მიქაუტაძემ „მეცს“ ლიგა 1-ში პირველად მოაგებინა

0
6

საფრანგეთის ლიგა 1-ში წელს დაბრუნებულმა „მეცმა“ მიმდინარე სეზონში პირველი მატჩი მოიგო, რაც გიორგი მიქაუტაძის დამსაახურებაა.
მე-3  ტურში „მეცი“ „კლერმონს“ ეწვია, რომლის სტადიონის ნაწილის რემონტი მიმდინარეობს და მეტოქე მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა ერთადერთი გოლი 69-ე წუთზე გაიტანა, როდესაც „კლერმონის“ ფეხბურთელმა თავის ნახევარზე პასი თანაგუნდელს გაუკეთა, ხოლო ეს უკანასკნელი წაიქცა და მეკარესთან პირისპირ გასულმა მიქაუტაძემ შანსი ხელიდან არ გაუშვა. მან ამ სეზონში თავი უკვე მეორედ გამოიჩინა და ასევე ერთი საგოლე პას გააკეთა.
„მეცი“ 4 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-11 ადგილზეა,
ლაშა თაბაგარი