ლობჟანიძემ ამერიკაში ეფექტური გოლით დაიწყო

0
6

საბა ლობჟანიძის დებიუტი ჩრდილოეთ ამერიკის MLS ლიგაში წარმატებული აღმოჩნდა. „ატლანტა იუნაიტედმა“, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი მიმდინარე ზაფხულში შეუერთდა „ნეშვილი“ მიიღო და 4:0 დაამარცხა. ლობჟანიძე სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 61-ე წუთზე ჩაერთო. 87-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 3:0 იყო, მან თანაგუნდელთან მეტოქის საჯარიმოში „კედელი“ გაითამაშა და კარისკენ ზურგით მდგომმა ქუსლით გაიტანა.
„ატლანტა იუნაიტედს“, რომელიც ამერიკაში ერთ-ერთ ყველაზე ტიტულიანი გუნდია და ერთ მატჩზე გულშემატკივრების დასწრების რაოდენობით ლიდერია, 41 ქულით 15-გუნდიან აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი