ალთუნაშვილი „ზალცბურგთან“ დამარცხდა

0
5

სანდრო ალთუნაშვილმა ავსტრიის „ვოლფსბერგერის“ სასტარტო შემადგენლობაში მორიგი მატჩი ჩაატარა.
ბუნდესლიგის მე-5 ტურში „ვოლსფბერგერი“ მოქმედ ჩემპიონსა და გათამაშების ლიდერ „ზალცბურგთან“ მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა და ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-6 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.
მასპინძლები 41-ე წუთზე ბამბამ დააწინაურა, ხოლო სტუმრებიდან მე-60 წუთზე თავი ბაიდომ გამოიჩინა. 73-ე წუთზე „ვოლფსბერგერის“ კარი კოიტამ აიღო და ეს გოლი მატჩი უკანასკნელი აღმოჩნდა.
ალთუნაშვილმა, რომელიც გუნდს სეზონის წინ შეუერთდა 4 მატჩი სასტარტოში ჩაატარა. „ვოლსფბერგერი“ 6 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მეექვსეა.
ლაშა თაბაგარი