„ბორდომ“, რომელსაც საფრანგეთის ლიგა 1-ში დაბრუნების ამბიცია აქვს, მიმდინარე სეზონში მეორე მატჩი მოიგო.
ლიგა 2-ი მეოთხე ტურსი ზურიკო დავითაშვილის გუნდი შინ „ამიენს“ შეხვდა და 2:0 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ წინა მატჩების მსგავსად გოლი ან საგოლე პასი არ მიუთვლია.
„ბორდომ“ ამჯერადაც გულსემატკივრების გარეშე ითამაშა, თუმცა, გასული სეზონის მიწურულს „როდეზთან“ საშინაო შეხვედრაში ჟირონდელთა გულშემატკივარსა და სტუმართა ფეხბურთელს შორის მომხდარი ინციდენტის გამო მისჯილი ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მოიხადა. გარდა ამისა, „ბორდოს“ ქულა აქვს დაკლებული და ამიტომ, 6 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი
