“სამტრედიამ” ნავსი “საბურთალოსთან” გატეხა

0
7

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 23-ე ტურის მეორე სათამაშო დღეს ერთი მატჩი შედგა – სამტრედიაში ადგილობრივი “სამტრედია” და თბილისის “საბურთალო” ერთმანეთს გატანილი გოლების გარეშე დაშორდნენ.
შეხვედრის მე-7 წუთზე მასპინძლებს ანგარიში გახსნა პენალტიდან შეეძლო მაგრამ თორნიკე ახვლედიანის დარტყმული ბურთი ლაზარე კუპატაძემ მოიგერია. სხვათა შორის, “სამტრედიამ” წინა საშინაო მატჩში “ტორპედოსთანაც” ერ გაიტანა თერთმეტმეტრიანი. მაშინ, თავისი შანსი ხელიდან რევაზ ინჯგიამ გაუშვა.
მაკედონიელი დიმიტარ კაპინკოვსკის გაწვრთნილ “სამტრედიას” ზედიზედ 8 საშინაო თამაში ჰქონდა წაგებული და ნავსი გატეხა, ქულა აიღო. თუმცა. 13 ქულით სამტრედიელები ბოლოსწინა ადგილზე დარჩნენ. ომარ თეთრაძის ხელმძღვანელობით “საბურთალო” თავი 42 ქულას მოუყარა და მეორე პოზიციაზეა. თუმცა, საბურთალოელთა უახლოეს მდევრებს (თბილისის “დინამოს” და გორის “დილას”) ნაკლები თამაში აქვთ ჩატარებული.
სამტრედია 0:0 საბურთალო 

ლაა თაბაგარი