წყალტუბოს ,,სამგურალმა” 26 წლის კოტდივუარელი ფორვარდი გნამიენ იიკპე დაიმატა.
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ბინადარის ახალწვეული ბოლოს მაროკოს ჩემპიონატში ,,ტიჰად დე კასაბლანკასა” და ,,ხემისეტში” თამაშობდა.
,,სამგურალის” სპორტულმა დირექტორმა მიხეილ აშვეთიამ გნამიენს, სიმბოლურად, გუნდის 39 ნომრიანი მაისური გადასცა და კოტდივუარელ ლეგიონერს წარმატებები უსურვა.
,,მოხარული ვარ, რომ ,,სამგურალს” შემოვუერთდი. გუნდი საქართველოს ჩემპიონატში მაღალი მიზნისთვის იბრძვის. ვეცდები ჩემი საუკეთესო თვისებები გამოვავლინო და გუნდს მიზნის მიღწევაში დავეხმარო. ქართული ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი. თუმცა აქ ჩამოსვლის შემდეგ რამდენიმე მატჩს დავესწარი და საკმად კარგი შთაბეჭდილება დამრჩა. გუნდები კარგ და ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობენ.” – განაცხადა გნამიენ იიკპემ.
ლაშა თაბაგარი
ლაშა თაბაგარი
