ლევან კუტალიამ სომხეთის ჩემპიონატში თავი ზედიზედ მეორე მატჩში გამოიჩინა. „ალაშკერტი“, რომელშიც ქართველი ფეხბურთელი გამოდის შინ „ნოას“ შეხვდა და 3:1 დაამარცხა.
კუტალია სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-60 წუთზე დაახლოებით 18 მეტრიდან საუცხოოდ შესრულებული საჯარიმო დარტყმით თავისი გუნდი დააწინაურა – 2:1. მან მიმდინარე სეზონში თავის ანგარიშზე მეხუთე გოლი ჩაიწერა. განვლილ შეხვედრის პირველი ტაიმის მიწურულს კუტალია გააფრთხილეს, ხოლო 88-ე წუთზე შეცვალეს. „ალაკერტი“ 10 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერია.
ლაშა თაბაგარი
